воскресенье, 15 мая 2016 г.

მეცხრე დღე

 დღეს იყო პრეზენტაციების წარდგენა.ყველამ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა თავისი პროექტი.ყველა პროექტი შეფასდა დადებითად.ამ ტრენინგით ვისწავლე თუ ,როგორ შევადგინო პროექტის გეგმა, რაც ძალიან საიტერესო იყო ჩემთვის.ამ ტრენინგმა მასწავლა როგორ უნდა დაეხმაროს მასწავლებელმა მოსწავლეს პროექტზე მუშაობის დროს, რომ სამუშაო წარმატებულად შეასრულოს.
           ტრენინგი იყო ნაყოფიერი. გავეცანი პროექტზე მუშაობის თანამედროვე ტექნოლოგიებს .ვიმუშავე ყველა რესურსის გამოყენებაზე, რომლითაც დავეხმარები ჩემს მოსწავლეებს პროექტის დაგეგმვაში და განხორციელებაში. ამ ტრენინგის შემდეგ შევეცდები გავუწიო კარგი ფასილიტატორობა ჩემს მოსწავლეებს.
          დიდი მადლობა ამისათვის ჩვენს ნიჭიერ ტრენერს ქალბატონ გვანცას.

четверг, 12 мая 2016 г.

მერვე დღე.ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანია იმით რომ, გავეცანი ფასილიტაციის მასალებს ტექნოლოგიების გამოყენებით.მოსწავლეს ამით გაუადვილო მუშაობის პროცესი, რათა სწორი მიმართულება შეინარჩუნოს.

понедельник, 9 мая 2016 г.

მეშვიდე  დღე. გავიარეთ მეექვსე მოდული.ამ მოდულის დახმარებით    განვსაზღვრავ   მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. გამოვიყენებ   დიფერენცირებულ მიდგომას  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის და  ბლუმის ცოდნის დონის შესაბამისად.თუ მივცემ დავალებებს მათ შესაძლებლობების მიხედვით, წარმატება მექნება გარანტირებული. 

воскресенье, 8 мая 2016 г.

მეექვსე დღე.    შევაფასე მოსწავლეთა ნამუშევარი უკუკავშირის მეთოდით,რომელიც  დაეხმარება ნაშრომის გასწორება– დამუსავებაში და შედეგის გაუმჯობესებაში.ამ მოდულით ფაქტიურად გავიაზრე ის თუ როგორ უნდა შევაფასო მოსწავლეთა პროგრესი. მოსწავლეები თავად აფასებენ თავიანთ და მოსწავლეთა ნაშრომებს.

суббота, 7 мая 2016 г.

მეხუთე დღე.ვისწავლეთ პროექტის შეჯამების შეფასება  დროის ჩარჩოს გამოყენებით .მოვირგე მოსწავლის როლი სლაიდის შექმნის დროს.დღევანდელი დღე, ისე როგორც ყველა,მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ პრაქტიკაში.

воскресенье, 24 апреля 2016 г.

დღე მეოთხე. დღეს გავეცანი სასწავლო პროგრამის დაგეგმვას. მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს,შეფასების დროის სქემას, რომელმაც მაჩვენა თუ რით განსხვავდება ჩვეულებრივი გაკვეთილი პროექტისგან.ეს საინტერესო იყო ჩემთვის და შევეცდები გამოვიყენო ჩემს გაკვეთილებზე.

суббота, 23 апреля 2016 г.

დღე მესამე.   ვიმუშავეთ ბუკლეტის დიზაინზე ,პროექტის შინაარსის ჩაწერაზე, რომელიც დავალაგე ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ეს დამეხმარება თუ როგორ გავიდე მაღალ სააზროვნო უნარებზე.ვისწავლე ბუკლეტში ფოტოების ჩასმა.რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

суббота, 16 апреля 2016 г.

რეფლექსია. საინტერესო და შინაარსიანი იყო დღევანდელი დღე ჩემთვის.გავეცანი პუბლიკაციის შედგენას, რომელმაც დამანახა მისი აუცილებლობა პროექტის თემის პოპულარიზაციისთვის.